დავით ბაქრაძემ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე თბილისის 41-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
მისასალმებელი სიტყვისა და პირველი ზარის დარეკვის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა პირველკლასელებს მიულოცა და სკოლაში არსებული უკრაინული საკლასო ოთახი დაათვალიერა.
41-ე საჯარო სკოლა უკრაინელი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ გრუშევსკის სახელობისაა და ერთადერთია საქართველოში, სადაც უკრაინული ენა ისწავლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები