მაკა ჩიჩუამ და ირინა იმერლიშვილმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი საირმის ქუჩაზე პირველ ექსპერიმენტულ სკოლას ეწვივნენ და სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
როგორც მათ განაცხადეს, სწორედ ეს სკოლა აქვთ დამთავრებული და ამიტომ გადაწყვიტეს პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მისვლა.
“ძალიან მომინდა, რომ ბავშვებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყება მიმელოცა. ეს ჩემი სკოლაა და ზუსტად ასეთივე პატარა, ექვსი წლის მომიყვანა დედამ ამ სკოლაში, მას მერე ჩემი სკოლა გახდა. ყველა სკოლის პირველკლასელს ვულოცავ სწავლის დაწყებას”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები