ვაკანსიების კვირეულზე რეგისტრაცია დღეს იწყება

21 სექტემბრიდან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი ვაკანსიების კვირეულს გამართავს.
სააგენტოს ცნობით, 22 სექტემბრიდან, კვირეულის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პოტენციურ დამსაქმებელებს კონკრეტულ ვაკანსიასთან დაკავშირებით უშუალოდ გაესაუბრონ. კვირეული თბილისსა და თელავში ჩატარდება.
“მასში მონაწილეობის მისაღებად სამუშაოს მაძიებლები, პირველ რიგში, რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ დასაქმების პორტალზე worknet.gov.ge, ხოლო უშუალოდ ვაკანსიების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდს – www.ssa.gov.ge-ს, შემდეგ კი, სპეციალური ბანერის მეშვეობით ვაკანსიების კვირეულზე დარეგისტრირდებიან.
რეგისტრაცია ორშაბათს, 14 სექტემბერს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ პროგრამა სამუშაოს მაძიებლებისთვის კვირეულზე დასასწრებ სარეგისტრაციო ბარათს გასცემს. პირმა უნდა დაბეჭდოს ბარათი და მასზე მითითებული იქნება კონკრეტული პირისთვის გასაუბრებაზე მისვლის დრო და ადგილი. გასაუბრებაზე მისვლისას პირმა თან უნდა იქონიოს სარეგისტრაციო ბარათი, პირადობის მოწმობა, ასეევე CV-ის რამდენიმე ეგზემპლიარი. ყველა პირი კვირეულზე მისთვის განკუთვნილ დროზე უნდა გამოცხადდეს”, – განმარტავენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ვაკანსიების კვირეულისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პორტალს – worknet.gov.ge-ს უკვე აქვს 500-მდე ვაკანსია თბილისსა და კახეთში 170-მდე კომპანიიდან. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვაკანსიების მოძიების პროცესი გრძელდება და უახლოესი კვირის განმავლობაში მას, სავარაუდოდ, კიდევ ახალი ვაკანსიები დაემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები