გიორგი მარგველაშვილმა პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.
“მინდა მოგილოცოთ ყველას, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მათ მშობლებს დღევანდელი ძალიან სასიხარულო დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ მათ, ვინც დღეს პირველად მიდიხართ სკოლასა და უნივერსიტეტში. ერთად ყოფნის, ერთად სწავლის ეს აღტაცება მინდა, ყველას გაგიზიაროთ და კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოგილოცოთ დღევანდელი დღე”, – განაცხადა მარგველაშვილმა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სკოლა დაათვალიერა და მის ყოფილ რამდენიმე პედაგოგს შეხვდა.