ვაკე-საბურთალოს ახალი გზის ნაწილზე მოძრაობა ორმხრივად არის შესაძლებელი
13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი დღეს დილიდან გახსნილია. მოძრაობა შესაძლებელია თამარაშვილის ქუჩიდან ხილიანის ქუჩის მიმართულებით, ასევე – პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა. მოძრაობა აღდგენილია ორმხრივად. დასკვნით სამუშაოებს გუშინ თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან ერთად გაეცნო.
თბილისის მერის განცხადებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს მთლიანად დასრულდება.