“თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა “ახალი გზის” მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

“თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დახმარებით “ახალი გზის” მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები 2 დღის განმავლობაში, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელშიც 200-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. საავტომობილო გზაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის დახმარებით მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა. დასკვნითი სამუშაოები მოინახულა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რომელსაც ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია “თბილსერვის ჯგუფის” ტექნიკურმა დირექტორმა დავით დოლიძემ მიაწოდა. საავტომობილო მოძრაობა “ახალ გზაზე” ნაწილობრივ ხვალ აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები