დავით ნარმანია: ახალი ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვისათვის თანხები უკვე გამოყოფილია
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად განადგურებულია ზოოპარკის ქვედა ტერიტორია, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება. ამის სესახებ მან დღეს ზოოპარკის გახსნაზე განაცხადა.
რაც შეეხება თბილისის ზოპარკის გადატანის პროექტს, თბილისის მერის თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანის პროექტი უკვე დამტკიცებულია, თუმცა იმ პერიოდში, რაც ახალი ზოოპარკის აშენებისთვის იქნება საჭირო, ზოოპარკი ფუნქციონირებას ძველ მისამართზე გააგრძელებს.
“სტიქიის პირველივე დღეებიდან დაიწყო ზოოპარკის გაწმენდა, ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები. ვოლიერების გარკვეული ნაწილი მოწესრიგდა, ხელახლა დაიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა ღობე. მართალია ზოოპარკი არ არის ძველი ფორმით, რადგან სტიქიამ პირველი ზოლი დააზიანა, რისი აღდგენაც შეუძლებელია, ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით. ახალი ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვისათვის თანხები უკვე გამოყოფილია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.