ქართველმა დეპუტატებმა ჩინეთში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაციამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ახვლედიანის, ფრაქციის “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარე რიმა ბერაძის, ფრაქციის ,,თბილისელები’’ თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილის და ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის შემადგენლობით საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენას, რომელიც 2015 წლის 11-13 სექტემბერს გუანჯოუში ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის საგამოფენო კომპლექსში გაიხსნა, რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარმოდგენილ პროდუქციასთან ერთად ჩინეთის მხარისა და საქართველოს დელეგაციის გადაწვეტილებით, ქართული პროდუქციაც გამოიფინება.
დეპუტატებმა შეხვედრა ასევე გუანჯოუს ანძის ხელმძღვანელობასთანაც გამართეს და იქაური მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. თბილისის საკრებულოს დეპუტატები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გაემგზავრნენ და საქმიანი შეხვედრები გუანჯოუს სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელობასთან გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები