ფშავში ორი მწყემსი მოკლული იპოვეს
უკანა ფშავში ორი მწყემსი მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა ცხვრის ნაწილიც გაიტაცეს.
აზერბაიჯანელი და ქართველი მწყემსები მოვაჭრემ შემთხვევით მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ცხვირს საყიდლად უკანა ფშავში ჩავიდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.