თურქეთიდან საქართველოში კიდევ 130 ტურისტი დაბრუნდა
თურქეთიდან საქართველოში კიდევ 130 ტურისტი დაბრუნდა. მგზავრებს შორის წყალბურთის აკადემიის მოსწავლები არიან, რომლებსაც ანტალიაში საწვრთნელი შეხვედრა ჰქონდათ. როგორც ისინი აცხადებენ, მათი სამშობლოში დაბრუნება ტურისტულ და ავიაკომპანიებს შორის არსებულმა გაუგებრობამ გამოიწვია. 2-დღიანი ლოდინის შემდეგ, ანტალიიდან ქართველი ტურისტების პირველი ნაკადი გუშინ დაბრუნდა.
ავიარეისი პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობამ დააფინანსა. ფრენები 3 დღის განმავლობაში, 3 ეტაპად შესრულდება. პრემიერის დავალებით უკვე დაწყებულია ავიაკომპანიასა და ტურისტულ სააგენტოს შორის პრობლემის შესწავლა, რომელიც თანხის გადარიცხვას ეხება.