იტალიაში გამართულ გამოფენაზე ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად არის წარმოდგენილი

იტალიაში, ქ. ბარში გამართულ გამოფენაზე (ფიერადელ ლევანტეს ექსპოზიციაზე) ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად არის წარმოდგენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს, სადაც წერენ, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.“
ამავე ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ე.წ. პალატის სხვა წარმომადგენლები. გამოფენა, სადაც 2 ათასამდე იტალიური და უცხოური კომპანია საკუთარ პროდუქციას წარადგენს, იტალიის პრემიერმა გახსნა.

11994245_415445818650809_426566819_n

11996939_415445815317476_704632425_n

12021766_415445811984143_1864571860_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები