თბილისის ზოოპარკი გაიხსნა

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან ზუსტად სამ თვეში თბილისის ზოოპარკი გაიხსნა.
ოფიციალური ცერემონიის გახსნის ფარგლებში ფოტოგამოფენა მოეწყო, ზოოპარკის ხელმძღვანელობამ დამსწრეებს სამი თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო. ახლად გახსნილ ზოოპარკში დამთვალიერებლები ზოოპარკის მხოლოდ ზედა განახლებულ ნაწილს მოინახულებენ. რაც შეეხება სტიქიის შედეგად განადგურებულ ქვედა ტერიტორიას, მისი აღდგენა არ მომხდარა.
როგორც ზოოპარკის ადმინისტრაცია აცხადებს, აღნიშნულ ადგილზე ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება.
ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, 2016 წლის გაზაფხულისთვის ახალი ცხოველების ჩამოყვანა იგეგმება, ასევე 13 ივნისის შემდეგ ზოოპარკს რამდენიმე ახალშობილიც შეეძინა. მან იმედი გამოთქვა, რომ ზოოპარკი უახლოეს მომავალში კვლავ გახდება ხალხმრავალი ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები