ბათუმის საზაფხულო თეატრში დღეს საავტორო ფილმების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება

როგორც “კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალის პირველ დღეს ნაჩვენები იქნება ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი “ზამთრის სიმღერა” (“Winter Song”). საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის საავტორო ფილმების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 13-20 სექტემბერს გაიმართება. 2015 წლის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 ქვეყნის 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, ასევე 40 მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი. ფესტივალზე მოწვეული არიან სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან და აზიიდან (სულ 70-მდე სტუმარი). სამინისტროს ინფორმაციით, BIAFF 2015 – ის საპატიო სტუმრები არიან: ოთარ იოსელიანი, მერაბ ნინიძე, ნასტასია კინსკი, ლანა ღოღობერიძე, ნიკი კარიმი, მაია კომოროვსკა, ზელიმირ ზილნიკი, ბაკურ ბაკურაძე და სხვა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კინოფესტივალის ორგანიზატორი ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანია”. კინოფესტივალის სპონსორები: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო “LEOGRAND”, სასტუმრო “Divan Suites Batumi”. კინოფესტივალის მხარდამჭერები: კინოთეატრი “აპოლო”, “ბრიტანეთის საბჭო”, პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, ფრანგული ინსტიტუტი, აშშ-სა და იტალიის საელჩოები საქართველოში, სატრანსპორტო კომპანია “METRO GEORGIA”, ტურკომპანია “Interco”, სასტუმროთა ქსელი “რჩეული”, სასტუმრო “ბათუმი პლაზა”, სასტუმრო “ვანილა”, სასტუმრო “ადმირალი”, კინოთეატრი “რუსთაველი”, ფესტივალი “თბილისი Open Air“, „HQ პროპაგანდა””. სამინისტროს ინფორმაციით, საავტორო ფილმების ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა შედგება რამდენიმე სექციისგან. კერძოდ, საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები; დიდოსტატთა კოლექცია; ქართული პანორამა; ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; რეტროსპექტივები; მასტერ-კლასები; კინოფესტივალის პრიზი ოქროს ცხენთევზაა. პრიზები გათვალისწინებულია შემდეგ კატეგორიებში: მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი (ფილმებს აფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური): გრან-პრი; საუკეთესო რეჟისურა; საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი; საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი; ჟიურის სპეციალური პრიზი; დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი (ფილმებს აფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური): საუკეთესო დოკუმენტური ფილმი; ჟიურის სპეციალური პრიზი; მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი (ფილმებს აფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური): საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი; ჟიურის სპეციალური პრიზი; სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულია კინოფესტივალის ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ე.წ. LIFETIME ACHIEVEMENT – ქართველი და უცხოელი კინომოღვაწესთვის; სამინისტროში აცხადებენ, რომ 2015 წლის საკონკურსო ფილმებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით შეაფასებს: საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული ფილმების სექცია – ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) – ჟიურის თავმჯდომარე, ქრისტოფერ გუდუინ (დიდი ბრიტანეთი), ნიკი კარიმი (ირანი), ნიკოლას რონჩი (საფრანგეთი), გიორგი ოვაშვილი (საქართველო); საერთაშორისო კონკურსი – დოკუმენტური ფილმების სექცია – ჟიურის თავჯდომარე ზელიმერ ზილნიკი (სერბეთი), ვოიციეჩ სჩუდლო (პოლონეთი), დენის უიტლი (დიდი ბრიტანეთი), ირინა გორდიჩუკ (უკრაინა), ლაშა ხალვაში (საქართველო); საერთაშორისო ჟიური – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია – (ბოსნია-ჰერცოგოვინა) ჟიურის თავჯდომარე ნენად ძინდარევიჩი, სუზანა ჰარუტუნიანი (სომხეთი), ზიგფრიდ (საფრანგეთი), ელენე იანოვსკი (ისრაელი), თინათინ ყაჯრიშვილი (საქართველო); ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ინდუსტრიული პლატფორმა “ალტერნატიული ტალღა”/”Alternative Wave” აცხადებს პროექტების მიღებას. კინოფესტივალის ფარგლებში, BIAFF აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის, რომელიც უკვე მეექვსე წელია ტარდება. მასში ყოველწლირად საშუალოდ 20-25 ბლოგერი მონაწილეობს. გაიმართება ვიდეო-ფოტო კონკურსი I Love BIAFF. “ვიდეო-რგოლი შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი როგორც უბრალოდ მიმართვა (ტექსტი), ასევე – კრეატიული კლიპის, არტის სახით. ფოტო-კონკურსი – მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი სურათები, სადაც ჩანს, მაგ: წარწერა ფურცელზე “I Love BIAFF”, რომელიც ხელში უჭირავს მონაწილეს (მარტივი ფორმა), ან მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ფანტაზია და წარმოადგინონ კრეატიული ფოტოები (რასაც ცხადია გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს)”, –  აღნიშნეს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები