თეა წულუკიანმა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი დედა დაასაჩუქრა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს სოციალურად დაუცველ შვიდი შვილის დედას, ხათუნა ჭაავას უმასპინძლა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხათუნა ჭაავა სამინისტროს მარიამთან, ნინოსთან, თათულისთან და ნუცასთან ერთად (რომელიც 14 სექტემბერს პირველად წავა სკოლაში) ესტუმრა.
მოსწავლეებმა თეა წულუკიანისგან საჩუქრად სასკოლო ნივთები და ჩანთები მიიღეს. მრავალშვილიანი დედა მინისტრს პირადად დაუკავშირდა და ამ საქმეში დახმარება სთხოვა.
თეა წულუკიანმა გოგონებს პირობა ჩამოართვა, რომ სწავლაში ბიჭებს შეეჯიბრებოდნენ და მომავალში საკუთარი საქმის კარგი პროფესიონალები დადგებოდნენ.
იუსტიციის მინისტრი ყველა სკოლის მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებას უსურვებს.