ილია მეორემ საპატრიარქოში მსოფლიო დონის ვარსკვლავებს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში მსოფლიო მეგა ვარსკვლავებს – ნინო სურგულაძეს, ფაბიო არმილიატოს, დანიელა დესის, ალბერტო გაძძალეს და დანიელე რუსტიონის უმასპინძლა.
საპატრიარქოში ასევე ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხის” წარმომადგენლები და ფონდის მიერ გადარჩენილი ბალერინა ნინო ჩიქოვანი იმყოფებოდნენ.
როგორც ნინო სურგულაძემ აღნიშნა, ფონდი პირველად სწორედ ნინო ჩიქოვანს დაეხმარა.
პატრიარქმა სტუმრები დალოცა და აღნიშნა, რომ მათთან შეხვედრით მოხარულია.
“მოხარული ვართ, რომ დღეს ვხდებით ერთმანეთს. დიდად ვაფასებთ თქვენს მოღვაწეობას. ჩვენი ხალხი მოუთმენლად ელოდება თქვენს კონცერტს”, – განაცხადა უწმინდესმა შეხვედრაზე.
როგორც ნინო სურგულაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ქართველ მსმენელს გალა კონცერტზე სიურპრიზი ელოდება, რომელსაც მსოფლიო დივა დანიელა დესი შეასრულებს. ოპერის მომღერლებმა პატრიარქს თხოვნით მიმართეს, კონცერტის მოსასმენად დრო გამოძებნოს.
მსოფლიოს მეგა ვარასკვლავებმა უწმინდესს ექსპრომტად “ავე მარია” შეუსრულეს. თავის მხრივ უწმინდესმა საპატრიარქოში სტუმრად მისულებს მის მიერ შექმნილი “ავე მარია” მოასმენინა.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი 13 სექტემბერს, 21:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები