რეზო ჭეიშვილის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს
მწერალსა და დრამატურგს რეზო ჭეიშვილს ქუთაისში დაკრძალავენ და დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს.
რეზო ჭეიშვილმა მშობლიურ ქალაქში დაკრძალვის სურვილი სიცოცხლეშივე გამოთქვა.
რეზო ჭეიშვილს ქუთაისის “მწვანე ყვავილას” საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, 15 სექტემბერს დაკრძალავენ.
რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერალი რეზო ჭეიშვილი გუშინ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.