ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის რაიონში 6 სოფელი დააზარალა
ლაგოდეხის რაიონში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად 6 სოფელი დაზარალდა. მათგან ყველაზე მეტად კი, სოფელი გელათი, სადაც საცხოვრებელ სახლებს სახურავები აღარ აქვთ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლის სახურავები რამდენიმე ასეულ მეტრზეა მიმოფანტული.
ასევე, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად გაწყვეტილია ელექტროსადენები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
დაზიანებულია ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ადგილზე იმყოფება რაიონის გამგებელი კახა ჯამბურია, რომელიც აცხადებს, რომ რაიონის 6 სოფელში უსახურავოდ 80 სახლია დარჩენილი.
მისივე თქმით, გამგეობის მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფები მუშაობენ და ზარალს ადგენენ.
გამგებელი აპირებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობას მიმართოს და საკითხი 14 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე გადაწყდეს.