რა ამბობენ ყვარელში ქმრის მიერ მოკლული ქალის მეზობლები – მიშველეთო, ყვიროდა, დამჭრაო…
ყვარელში 50 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა. როგორც მოკლული ქალის მეზობლები ამბობენ, დანაშაულის ჩადენისას კაცი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო.
“როგორც ჩანს ნასვამი იყო, რა მოხდა, რა ილაპარაკეს არ ვიცი”, – აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.
მისივე თქმით, მეუღლისგან დაჭრილი ქალი ერთ-ერთ მეზობელს ჩააკვდა ხელებში, რომელიც დაჭრილი ქალის საშველად გამოვიდა სახლიდან.
“გამოვიდა ქუჩაში და მიშველეთო, ყვიროდა. მეზობელი მისულა და დაუნახავს, ქალის მეუღლეც მისული იყო. უკითხავს ქალისთვის, რა მოხდა ლალი, რა მოგივიდაო და ქალმა უთხრა, დამჭრაო”, – აცხადებს მოკლული ქალის ერთ-ერთი მეზობელი.
დღეს ყვარელში კაცმა ყოფილი მეუღლე, 50 წლის ქალი ცივი იარაღით მისსავე სახლში მოკლა.
მკვლელი დაკავებულია და მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.