ანტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები თბილისში დაბრუნდნენ

ანტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები თბილისში დღეს, გამთენიისას დაბრუნდნენ. საქართველოს მთავრობამ სპეციალური რეისის ხარჯები დაფარა. მგზავრები ანტალიიდან გამოფრენას ორი დღე ელოდნენ. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 150-მდე მოქალაქე ანტალიიდან საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ისინი კურორტზე დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. პრობლემები კი გამოფრენის დღეს შეექმნათ, როდესაც ავიაკომპანია „აირზენამ“ რეისის შესრულებაზე უარი თქვა. უარის მიზეზი ტურისტული კომპანია Alltours-ის დავალიანება გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები