დევნილთა მინისტრის მოადგილე მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების ტრენინგს დაესწრო

ქ. ზუგდიდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად დაესწრო „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგის გახსნას.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა სოციალური პროექტებში ჩართული ბენეფიციართათვის საჭირო ცოდნის გადაცემა, რის შემდგომაც მოხდება მათგან საუკეთესო სოციალური პროექტების იდეების დაფინანსება. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია და ზუგდიდის მერის მოადგილე – კობა ჯიქია, ასევე მერიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები