თემურ ლანჩავა: რეზო ჭეიშვილი, სავარაუდოდ, ქუთაისის პანთეონში დაიკრძალება
ქართველი მწერალი რეზო ჭეიშვილი, სავარაუდოდ, ქუთაისის პანთეონში დაიკრძალება. როგორც “კვირას” იმერეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, თემურ ლანჩავამ განუცხადა, საბოლოოდ, შვილები გადაწყვეტენ, სად დაიკრძალება დიდი ქართველი მწერალი: თბილისის დიდუბის პანთეონში, თუ ქუთაისის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
“მწერლის მეუღლე ამბობს, რომ რეზო ჭეიშვილის სურვილი ქუთაისში დაკრძალვა იყო. ჩვენც გვინდა, რომ ქუთაისში მიებაროს მიწას. ქუთაისელი კაცი, ქალაქის საამაყო ადამიანი იყო”, – განაცხადა თემურ ლანჩავამ.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად მწერალი, დრამატურგი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი რეზო ჭეიშვილი დღეს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.