ახალი სასწავლო წლისათვის მზადება დასრულებულია

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისისა და რეგიონების სკოლები მოინახულა და ახალი სასწავლო წლისათვის მზადების პროცესს პირადად გაეცნო. ამ სკოლებს შორისაა თბილისის 126–ე საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად 1070 მოსწავლე სწავლობს. სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში გაგრძელდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა (930 იყო გასულ წელს).
„126–ე სკოლა იყო ავარიული, ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, ბოლო ორი წლის მანძილზე გაკეთდა – სახურავი, სარინელი, გათბობის თანამედროვე სისტემა, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ოთახი, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, სამედიცინო ოთახი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკლასო ოთახებს და დერეფნებს. ვინაიდან სკოლა საკმაოდ დიდია, სარემონტო სამუშაოები ორ ნაწილად გაიყო და უკვე წელს სკოლა სრულად რეაბილიტირებული ხვდება ახალ სასწავლო წელს.
უნდა აღინიშნოს, რომ სკოლაში არის 11 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელთათვისაც დაგეგმილია რესურსოთახის მოწყობა წლის ბოლომდე, მათთან იმუშავებს ფსიქოლოგი და სპეცმასწავლებელი. სკოლას ასევე გაუკეთდება სპორტული მოედანი, ეს დაპირება მათ მინისტრისაგან მიიღეს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები