კახა კალაძე რეზო ჭეიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

 ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინიტრი კახა კალაძე მწერალ რეზო ჭეიშვილის გარდაცვალებას გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“ქართულმა თანამედროვე მწერლობამ კიდევ ერთი აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა მწერალი რეზო ჭეიშვილი. დიდი ნიჭის, იუმორის და სიკეთის მატარებელი კაცი… ადამიანი, რომელსაც ადამიანები უყვარდა. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, სამეგობროს და თაყვანისმცემლებს… ვუსამძიმრებ ქუთაისს და მთელს ქვეყანას… მისი შემოქმედება და სახელი მუდამ დარჩება ჩვენ გვერდით. მან შეაბიჯა უკვდავებაში”, – აღნიშნულია კახა კალაძის სამძიმრის წერილში.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად მწერალი, დრამატურგი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი რეზო ჭეიშვილი დღეს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები