რეგიონებში ყურძნის სარეალიზაციო ადგილები მოეწყო

ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილებია მოწყობილი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნული ადგილების მისამართებს აქვეყნებს:
ქუთაისი (ბალახვანის ასსართულიან კიბესთან და ტორპედის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია); რუსთავი (მე-12 მ/რ, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია); ზუგდიდი (კედიას ქუჩა, ბაზრის უკანა მხარე); ამბროლაური (გამსახურდიას 2, ბაზრის ტერიტორია); ოზურგეთი (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, საბთუმო ბაზრობა); გორი (მოსკოვის ქ. #1); ბათუმი ( მაიაკოვსკის ქ#4, აღმაშენებლის ქ. ,,ხოფას ბაზარი“, გმირთა ხეივანი აბუსელიძის ქუჩის კვეთაზე);
სამინისტროს ინფორმაციით, თვითმმართველ ქალაქებში არსებულ  აგრარულ ბაზრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან – 2.50  ლარამდე მერყეობს.
მათივე ცნობით, „რთველი 2015“-ის ფარგლებში ყურძნის კრეფა 10 სექტემბრიდან აქტიურად დაიწყო. დღეის მონაცემებით, ღვინის საწარმოების მიერ უკვე გადამუშავებულია 4400 ტ ყურძენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები