კახეთში მევენახეების აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
კახეთში, ყვარლის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მევენახეებმა ყურძენზე დაწესებულ ფასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. დაპირისპირება პოლიციელებსა და მევენახეებს შორის გზის გათავისუფლების მოთხოვნის შემდეგ დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე ოთხი პირი დააკავეს.
ამ დროისთვის ვითარება შედარებით განმუხტულია.
აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პროცენტიან მოგებას იღებს.
ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი 60, ხოლო საფერავის 85 თეთრია.