გიორგი მარგველაშვილი რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მწერალ რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მწერალ რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო. რეზო ჭეიშვილის შემოქმედებას, მის განუმეორებელ ხელწერას და ჰუმანიზმს ქართულ მწერლობაში მნიშვნელოვანი და გამორჩეული ადგილი უკავია.
ვწუხვარ ამ დიდ დანაკლისის გამო და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს და ახლობლებს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
ქართველი მწერალი რეზო ჭეიშვილი დღეს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები