ანტალია- თბილისის რეისი უკვე მეორე დღეა არ სრულდება

საქართველოს 150-მდე მოქალაქე ანტალიიდან საქართველოში დაბრუნებას უკვე მეორე დღეა ვერ ახერხებს.
ისინი კურორტზე დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. პრობლემები კი გამოფრენის დღეს შეექმნათ, როდესაც ავიაკომპანია „აირზენამ“ რეისის შესრულებაზე უარი თქვა.
მიზეზი მგზავრებისათვის რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო. რეისის შესრულების დრო კი რამდენჯერმე შეიცვალა.
პასუხი მგზავრებმა ვერც იმ ტუროპერატორისგან მიიღეს, რომლითაც ანტალიაში გაფრინდნენ.
როგორც გაირკვა, რეისის ჩაშლის მიზეზი ავიაკომპანია „აირზენასადმი“ ტუროპერატორ „ოლტურის“ დავალიანება გახდა.
აეროპორტში რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მგზავრები გვიან ღამით უკვე სასტუმროში გადაიყვანეს.
რეისი გუშინ 10 საათზე უნდა შესრულებულიყო. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავი თბილისიდან შუადღით გაფრინდება. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია თურქეთში საქართველოს საელჩოც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები