თბილისის საკრებულოს დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს
თბილისის საკრებულოს დელეგაცია ჩინეთში, გუანჯოუს პროვინციაში ვიზიტს განაგრძობს.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატები ვიზიტის ფარგლებში გუანჯოუს ორ ვიცე – მერსა და მათი საკურატორო სფეროების წარმომადგენლებს შეხვდნენ და თანამშრომლობის სამომავლო პერპექტივები განიხილეს.
დელეგაციის წევრებმა საქმიანი შეხვედრები გუანჯოუს არქიტექტურის და ქალაქგეგმარების ხელმძღვანელობასთან გამართეს და ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებებით არსებული გამოცდილებები გაუზიარეს.
ქართველი დეპუტატები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით 8 სექტემბერს გაემგზავრნენ. თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნაშიც მიიღებს, რომელიც 2015 წლის 11-13 სექტემბერს გუანჯოუში, ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის საგამოფენო კომპლექსში გაიმართება.