ხვალ, გლდანის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
ხვალ, გლდანის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. “ყაზტრანსგაზთბილისის” ცნობით,
გლდანის რაიონში, გაზის დასახლებაში, გადართვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაითიშება: – გაზის მარეგულირებელი პუნქტი #189, 193, 199, 157, რდ #107, 159ა, 115ა, რ-193ა (ყოფ. რდ #166ა).

გაზმომარაგება შეუწყდება სოფელ გლდანის, გაზის დასახლების აგარაკების კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე ჯანჯღავასა, კაჭარავას, ანდრონიკაშვილის I შესახვევის, ულიანოვის, გლდანის ხევის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს – სულ 1000-მდე აბონენტს.
გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.