პეკინის ქუჩის მაცხოვრებლები საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

თბილისში, პეკინის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ.

როგორც აღნიშნული ქუჩის მოსახლეობა აცხადებს, მშენებლობა ზიანს მიაყენებს ტერიტორიაზე არსებულ სხვა ავარიულ შენობებსაც.

აქციას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და მერიის წარმომადგენლებს მოქალაქეებთან შეხვედრისკენ მოუწოდეს.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მშენებლობის დაწყებისთვის ყველა კანონი დაცულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები