ნაძალადევის რაიონში ბუაჩიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში ბუაჩიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.
განხორციელებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევის რაიონის გამგებელ ზაზა გაბუნიასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
ბუაჩიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი კაპიტალურად შეკეთდა. პროექტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურა 3 824 კვ/მ-ზე მოწესრიგდა.
თბილისის მერის თქმით, ინტენსიური მუშაობის შედეგად, დედაქალაქში მრავალი ქუჩა გაკეთდა და სამუშაოები კვლავ გრძელდება. მათ შორისაა ბუაჩიძის ქუჩა, სადაც ასფალტის საფარი 30 წელზე მეტია არ მოწესრიგებულა.
„წინა წელთან შედარებით, წელს რაიონულ გამგეობებს 16 მილიონი ლარით გავუზარდეთ დაფინანსება. ამან, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო, უფრო მეტი გზა გაკეთდა. ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ”,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები