მოლდავეთში გულბაათ ჭავჭავაძის შვილიშვილის – ელიზავეტა ჭავჭავაძის დაზიანებული საფლავი აღადგინეს

მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში გულბაათ ჭავჭავაძის შვილიშვილის და გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის ქალიშვილის, 1912 წელს 38 წლის ასაკში გარდაცვლილი ელიზავეტა ჭავჭავაძის საფლავს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
ელიზავეტა ჭავჭავაძის საფლავი სავალალო მდგომარეობაში კიშინიოვის არმიანსკაიას სასაფლაოზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო –მოლდავეთის“ ხელმძღვანელმა გიორგი კუტუბიძემ აღმოაჩინა, რის შემდეგაც საქმეში, მისივე თხოვნით, საქართველოს საელჩო მოლდავეთში და რამდენიმე ადგილობრივი უკვე ყოფილი თუ მოქმედი მოლდაველი მაღალჩინოსანი ჩაერთო.11994423_149990855343704_581876777_n
„როცა მისი საფლავი აღმოვაჩინე, საერთოდ განადგურებული იყო. ამის შემდეგ შევადგინე პროექტი და მის აღდგენაში საქართველოს საელჩოს მოლდავეთში და საქართველოს ელჩს მერაბ ანთაძეს ვთხოვე დახმარება. პროექტის ნახევარი თანხა საელჩომ გამოყო, ნახევარი თანხით კი მოლდავეთის მხარე დაეხმარა. მოლდავეთის მხრიდან ამ საქმის ორგანიზებაში ძალიან დიდი დახმარება გამიწია ალექსანდრე გორგანმა, რომელმაც მისი კონტაქტების საშუალებით პროექტისთვის საჭირო თანხის დიდი ნაწილი მოიზიდა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გიორგი კუტუბიძემ.
ელიზავეტა ჭავჭავაძე მოლდავეთში მდიდარი პიროვნების, კონსტანტინე ლასკარის მეუღლე იყო. ელიზავეტა ჭავჭავაძე საზოგადოებრივად საკმაოდ აქტიური იყო. მან ნატალია დადიანთან ერთად მეორე ქალთა გიმნაზია დააარსა. დღეს ეს გიმნაზია სახელმწიფო მუზეუმია.

11997447_149990475343742_1775874835_n

11998069_149990462010410_1489005960_n

11998265_149990482010408_1086660207_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები