11 სექტემბერს მხატვარ გიორგი პაპკიაურის პერსონალური გამოფენა – აქცია: „არა – ტერორიზმს“ გაიმართება

11 სექტემბერს ფალიაშვილის ქუჩაძე, გეგეშიძის ბარში საღამოს 20:00 საათზე მხატვარ გიორგი პაპკიაურის პერსონალური გამოფენა – აქცია გაიმართება. როგორც პაპკიაურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განმარტა, აქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტს ეძღვნება და მისი მესიჯია: „არა – ტერორიზმს“.
„ამ აქციით გვინდა დავგმოთ ტერორიზმი და კიდევ ერთხელ ვთქვათ: არა – ტერორიზმს! გამოფენა დატვირთული იქნება პერფორმანსით, მოეწყობა შოუ. მოწვეული მყავს მოდელები, რომლებიც ასახავენ იმ ტრაგედიას და ტკივილს, რაც ტერორიზმს ახლავს თან. სპეციალურად ამ საღამოსთვის ტერორიზმთან დაკავშირებით გადაღებულია კლიპი“, – აღნიშნა გიორგი პაპკიაურმა.
აღნიშნული ღონისძიება გიორგი პაპკიაურისთვის საქართველოში რიგით მესამე გამოფენა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები