გურჯაანის რაიონის გამგეობასთან გლეხების აქცია მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონის გამგეობასთან გლეხების აქცია მიმდინარეობს.
გლეხები ქარხნების გახსნას და ყურძენზე ფასის მომატებას ითხოვენ.
მევენახეები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტმა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი საკუთარი ვენახების გაჩეხვითაც იმუქრებიან.
შეკრებილებს უკვე შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა კითხვაზე, გაიზრდება თუ არა ყურძნის ფასი, კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.
“რთველი 2015” დღეს ოფიციალუარდ დაიწყო.
როგორც “კვირას“ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სახელმწიფო, დაპირებისამებრ, 10 სექტემბრიდან ყურძნის შესყიდვას დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებიდან იწყებს. ამ ეტაპზე 4 ღვინის საწარმო – დედოფლისწყაროში, დაბა წნორში, გურჯაანში და გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში სრულ მზადყოფნაშია, დაიწყოს ყურძნის გადამუშავება.
რთველში ეტაპობრივად კახეთის რეგიონის სხვა რაიონებიც ჩაერთვებიან, რასაც შესაბამისად სხვა სახელმწიფო ღვინის საწარმოების გახსნა მოჰყვება. სახელმწიფო მწიფე (კონდიციურ) 1 კგ რქაწითელში და მწვანეში გადაიხდის 25 თეთრს, რასაც ემატება ასევე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი, რაც ჯამში 60 თეთრს შეადგენს. ასევე, 1 კგ საფერავში მევენახეს სახელმწიფო გადაუხდის 60 თეთრს, რაც სუბსიდიის ჩათვლით მიაღწევს 75 თეთრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები