გარემოს დაცვის სამინისტროში ქარსაფარი ზოლების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ქარსაფარი ზოლების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კანონპროექტის მიხედვით, ნარგავების საკუთრების ფორმები, მოვლის და დაცვის მექანიზმები, ასევე ქარსაფარი ზოლებით სარგებლობის წესები და საკანონმდებლო შეზღუდვები გააცნო.
კანონპროექტი ქვეყანაში ქარსაფარი ზოლების აღდგენას ისახავს მიზნად.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსი ეკა სისაური ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები