აღსრულების ეროვნული ბიურო საინფორმაციო ბარათების გამოცემას აგრძელებს

აღსრულების ეროვნული ბიურო მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საინფორმაციო ბარათების გამოცემას აგრძელებს. დღევანდელი ბარათის თემაა – აუქციონი. აღსრულების ეროვნულ ბიურო განმარტავს, რა არის ელექტრონული აუქციონი.

“სააღსრულებო წარმოების პროცესში (ყველა სხვა საშუალების ამოწურვის შემდეგ) შესაძლოა, თანხის ამოღება მოხდეს ქონების რეალიზაციის გზით.

იმ შემთხვევაში, თუ მოვალე და კრედიტორი ვერ შეთანხმდებიან ქონების რეალიზაციის მათთვის სასურველ ფორმაზე, ქონების რეალიზაცია ხდება საჯარო აუქციონის გზით.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2011 წლის 1 თებერვლიდან ტარდება ელექტრონული აუქციონი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონება ქვეყნდება ვებგვერდზე: www.eauction.ge.

ელექტრონული აუქციონი არის საჯარო და გამჭვირვალე. აუქციონში მონაწილე პირების ვინაობა კონფიდენციალურია.

აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, სააღსრულებო წარმოების მხარეებს.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია შეიცავს ქონების აღწერილობას და რეალიზაციის პირობებს.

რა არის საჭირო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად? ვებგვერდზე eauction.ge. რეგისტრაცია, საგარანტიო თანხის გადახდა, ბიჯის გაკეთება.
აუქციონში გამარჯვების შემთხევაში შესყიდვის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში“, – აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები