სტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შემდეგ მიიღებენ
13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომელთა სახლებიც დაზიანების ხარისხით მეორე კატეგორიას განეკუთვნა, მერია ხარჯთაღრიცხვის წარდგენისა და მისი განხილვისთანავე დააფინანსებს.
შეხვედრას “სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის” თავმჯდომარეც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მხრიდან დედაქალაქის მთავრობის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები გაუგებრობა იყო.