გაეზრდებათ თუ არა პედაგოგებს ხელფასი – რას აცხადებს მინისტრი
„მასწავლებელთა ხელფასი 34 პროცენტით გაიზრდება“,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გადაცემა „სხვა შუადღეში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც სანიკიძემ დააკონკრეტა, მასწავლებლებს ხელფასი მიმდინარე წლის სექტემბერსა და აპრილში 50-50 ლარით გაეზრდებათ.
“ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე, რაც ჩვენ წელს უნდა განვახორციელოთ და სექტემბრიდან უკვე ამოქმედება, არის ახალი სისტემა, რომელიც არა მხოლოდ ხელფასებს და სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგებას გულისხმობს.
ეს არის მთლიანად პედაგოგიკის და ამ პროფესიის რეგულაციაში მოქცევა საუნივერსიტეტო განათლების პროგრამებით, პროფესიაში შესვლის ალტერნატიული გზები, არსებული მასწავლებლების პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა, შეფასების კომპონენტი.
ეს ყველაფერი ამუშავდება ერთობლიობაში და ამაზე არის მიბმული მასწავლებლის ხელფასი. ამ აკადემიურ წელს, ვფიქრობ, კარგი ინფორმაცია გვაქვს პედაგოგებისთვის, მართალია, ჩვენ ამის კომუნიკაცია მათთან უკვე ბევრჯერ მოვახდინეთ, მაგრამ გავიმეორებ: ორჯერ მოხდება საბაზო ხელფასის ხელფასის გაზრდა.მასწავლებელთა ხელფასი 14 სექტემბერს და აპრილში 50-50 ლარით გაიზრდება, ანუ ჯამში 34 პროცენტით.
ზრდა გვაქვს არამხოლოდ საბაზო ხელფასის დონეზე, არამედ კარიერული საფეხურების დონეზე, რომელიც ასევე საგრძნობია”,-განაცხადა სანიკიძემ.