იაპონური მხარე საქართველოში ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ახალ პროექტებს განახორციელებს
იაპონური მხარე საქართველოში ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ახალ პროექტებს განახორციელებს, რაც თბილისისა და რუსთავის ტერიტორიაზე ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობის ინიციატივას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ცნობილი იაპონური ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახდა.
იაპონურ მხარეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი თავის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად შეხვდა.
დღესვე, იაპონური მხარე სამინისტროს დარგობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან საქართველოში ნარჩენების მართვის შესახებ საკანონმდებლო საკითხებზე განმარტებები მოისმინა.
შეხვედრაზე გარემოსდაცვით სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზეც იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ იაპონური მხარე საქართველოში ნარჩენების გადამუშავების სფეროში მდგომარეობის შესახებ მოკვლევას (Survey Outline) ახორციელებს, რომელიც 2016 წლის აპრილის თვეში დასრულდება.
დელეგაციის შემადგენლობაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის (JICS), კომპანია – Carbon Free Consulting-ისა და კომპანია Global System Co. Ltd.-ის წარმომადგენლები შედიან.