ლადო სადღობელაშვილი ეკა კვესიტაძეს: მსხვერპლი კი არა, “ოდეერი” იყავი

მსხვერპლი კი არა, “ოდეერი” იყავი – ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მიერ გადაცემა “არჩევანში“ გაკაეთებულ განცხადებას, რომ „წინა ხელისუფლება აკონტროლებდა მედიას და ამის მსხვერპლი თავადაც ოყო“.
“მსხვერპლიიიი)))))))) მსხვერპლი კი არა, “ოდეერი” იყავი, ჩემს ბავშვობაში კამათი რომ მოგვივიდოდა, ზოგს უფროსი ძმა მოჰყავდა დასაცავად, ზოგს – ბიძაშვილი, ზოგს -დეიდაშვილი, ხოლო ვინც ყველაზე მშიშრები და ლაჩრები იყვნენ, დედები ჩამოჰყავდათ ეზოში, ანუ ქალის კალთას ეფარებოდნენ… „ნაცები“ იმდენად შეშინდნენ, რომ ცოლები და საყვარლები გამოუშვეს საომრად!!! კვესიტაძე უტიაშვილის, დანელია-მანგუსტა ბოკერიას, ნინია „ნაცების“ ახალი ლიდერის ცოლი… ერთი ის ვერ გავიგე, გაბუნია-კონჩიტა რომელი „ნაცის“ ცოლია?! მე როგორც მითხრეს, გვარამიას „ბოიფრენდიაო“ ))) რა საცოდავნი და ამაზრზენნი არიან ეს მოღალატეები!“ – წერს ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
არავინ კითხვის ქვეშ არ აყენებს, რომ წინა ხელისუფლება აკონტროლებდა მედიას, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2 -ის” გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
„მე აქ როდესაც ვლაპარაკობდი მედიაზე და, მგონი, ვახომაც არასწორად გაიგო (ვახო სანაია), არავინ კითხვის ქვეშ არ აყენებს, რომ წინა ხელისუფლება აკონტროლებდა მედიას. ეს იყო ცალსახა და ამის მსხვერპლი მეც ვიყავი”, – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, წინა ხელისუფლების ყველაზე „შავი ლაქა“ იყო 2007 წელს ტელეკომპანია “იმედის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები