10 სექტემბრიდან რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრების მომსახურებას შეაჩერებს

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგიროს გეგმური შემოწმება ჩაუტარდება.
რიყის პარკისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა გეგმური შემოწმების გამო, 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე მგზავრების მომსახურებას შეაჩერებს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საბაგიროს სისტემატურად უტარდება ტექნიკური დათვალიერება.
რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა 2012 წლიდან ფუნქციონირებს და დღეში საშუალოდ 2 500 მგზავრს ემსახურება. ის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და სისტემატური შემოწმება უსაფრთხოების ნორმის დასაცავად ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები