თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც “კვირას“ “თელასიდან” აცნობეს, მთაწმინდის და ჩუღურეთის რაიონებში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ:
რუსთაველის გამზირის, აბაშიძის, თაბუკაშვილის, კეკელიძისა და პეტრიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მაზნიაშვილის, კიევის, წინამძღვრიშვილის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, დოლიძის და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე ინტერვალში 1 საათით შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს დაღმართის, სარაჯიშვილის, საქანელას, 8 მარტის, მარჯანიშვილის, სანქტ-პეტერბურგის, უზნაძის, უშანგი ჩხეიძის, ჯანსუღ კახიძის და ტეტელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებლებს.
ვაკის და საბურთალოს რაიონებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, სოფელ ლისის, ფერმწერთა და ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: არაყიშვილის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების და იასამნის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მშვიდობის ქუჩის (დიდი ლილო), ვარკეთილის მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, მოსკოვის გამზირის და ქაიროს ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის VI მიკრორაიონის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძისა და სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბელიაშვილის, ახმეტელის და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის დასახლების, დოდაშვილის, ჩკალოვის, იუნკერთა და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭყონდიდელის და საყვირის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის V, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.