ბულგარეთში, ვარნა-ალბენას საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია ლაშა მორჩილაძემ მოიპოვა – ფოტოკოლაჟი

ბულგარეთში, ვარნა-ალბენას საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემიისა და ლაურეატობის წოდება ლაშა მორჩილაძემ მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას პიანისტი და ხელოვნების აკადემიის რექტორი ვალერიან შიუკაშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, ლაშა მორჩილაძე „ანა-ბანას“ მოსწავლე, გიორგი ცაბაძის კონკურსის გრან – პრის მფლობელი, ხელოვნების აკადემიის სტიპენდიანტია.
„ახლა ვიმყოფებოდით ბულგარეთის საერთაშორისო კონკურსზე, სადაც მონაწილეობდა „ანა-ბანას“ მოსწავლე, გიორგი ცაბაძის კონკურსის გრან – პრის მფლობელი, ხელოვნების აკადემიის სტიპენდიანტი ლაშა მორჩილაძე, რომელმაც ვარნა-ალბენას საერთაშორისო კონკურსზე ძალიან დიდი წარმატება, ანუ პირველი პრემია და ლაურეატობის წოდება მოიპოვა… გილოცავთ“, – წერს ვალერიან შიუკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

11992309_1007467375942422_766820165_n

11995505_1007467482609078_1595740346_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები