თბილისში დენის გაძვირების დადგენილება ძალაში დღეიდან შევიდა

თბილისში ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი ძალაში შევიდა. გაზრდილი ფასების შესახებ სემეკის დადგენილება “საკანონმდებლო მაცნეში” დღეს გამოქვეყნდა.
სემეკის დადგენილების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი 9.480 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 12.980 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 12.461 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 16.992 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი – 17.698 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 21.476 თ/კვტსთ. შესაბამისად, პირველ საფეხურზე მატება არის 3.5 თეთრი, მეორე მსაფეხურზე – 4.53 თეთრი, მესამე საფეხურზე – 3.79 თეთრი.
სემეკმა დენის გაძვირების გადაწყვეტილება 3 სექტემბერს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები