ხვალ ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული გაიხსნება
“ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოება“ 9-დან 19 სექტემბრამდე ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ ავიაკვირეულს აწყობს.
ავიაკვირეული ხვალ, 14:00 საათზე საქართველოს პარალამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში 10 სექტემბერს, 16:00 საათზე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, 11 სექტემბერი ასევე 16:00 სათზე სხვადასხვა აქტივობები გაიმართება.
14 სექტემბერს, 15:00 საათზე “საქართველოს ეროვნულ არქივში”, 16 სექტემბერს , 16:00 საათზე “ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში”პრეზენტაციები გაიმართება. 17 სექტემბერს, 14:00 საათზე კი პანკისში გასვლითი ღონისძიება გაიმართება.
18 სექტემბერს 14:00 საათზე “დელტას” ფასადზე ალექსანდრე ქართველის ბარელიეფი, “დელტას” მიმდებარე ტერიტორიაზე კი ალექსანდრე ქართველის სახელობის სკვერი გაიხსნება.
19 სექტემბერს 11:00 საათზე ალექსეევკის შერეულ სამხედრო ბაზაზე ქართული ავიაციის დღე აღინიშნება, რის შემდეგაც კვირეული დაიხურება.
ავიაკვირეულის მხარდამჭერები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქალაქ თბილის მერია, ქალაქ თბილის საკრებულო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, აშშ-შ საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნული არქივი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, სსსტც “დელტა”, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმი.