არასამთავრობოები ხულოს საკრებულოს სიძულვილის ენის გაღვივებასა და ქსენოფობიაში ადანაშაულებენ

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ხულოს საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი სიძულვილის ენასა და არმენოფობიული ხასიათის გამონათქვამებს შეიცავს.
მათი მტკიცებით, ხულოს საკრებულო ხელს უწყობს ქსენოფობიის და სიძულვილის გაღვივებას, სადაც კონკრეტული ეთნოსის კუთვნილება წარმოდგენილია, როგორც სასირცხვილო მოვლენა.
როგორც რამდენიმე ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საქართველოს კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” ავალდებულებს საჯარო დაწესებულებებს, თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;
სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს;
დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად, პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
საქართველო ასევე არის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისიის წევრი, რომლის მიერ მიღებული არაერთი დოკუმენტი გმობს და არაეთიკურად მიიჩნევს სწორედ ქსენოფობიური ელემენტების გამოყენებას პოლიტიკურ განცხადებებში.
„მიგვაჩნია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის, “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის არმენოფობიული და სიძულვილის ენის შემცველი მასალების ოფიციალური უწყების ვებგვერდზე განთავსებით, ხულოს საკრებულო ხელს უწყობს ქსენოფობიის და სიძულვილის გაღვივებას, სადაც კონკრეტული ეთნოსის კუთვნილება წარმოდგენილია, როგორც სასირცხვილო მოვლენა.
საქართველოს კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” ავალდებულებს საჯარო დაწესებულებებს, კერძოდ, მუხლი 4. – ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას; ბ) სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს; გ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად, პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
საქართველო ასევე არის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლოს ევროპული კომისიის წევრი, რომლის მიერ მიღებული არაერთი დოკუმენტი გმობს და არაეთიკურად მიიჩნევს სწორედ ქსენოფობიური ელემენტების გამოყენებას პოლიტიკურ განცხადებებში (იხ. მაგალითად, კომისიის 2005 წლის 17 მარტისდეკლარაცია).
მივმართავთ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს: “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე და ვებგვერიდან მოხსნას ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი შინაარსი;
საკრებულომ შეიმუშაოს შიდა რეგულაციები, რომლებიც მსგავსი შემთხვევების პრევენციას მოახდენს და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას შეუწყობს ხელს.
მივმართავთ სახალხო დამცველს: თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე.
მივმართავთ პოლიტიკურ გაერთიანება “ქართულ ოცნებას” – შიდაპარტიული მექანიზმების გამოყენებით რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ქსენოფობიურ გამოხატვაზე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „საფარი“, „იდენტობა“, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აწერენ ხელს.
რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ასე იკითხება:
“იმის ჭკუა კი აქვს სომეხ სააკას გარედან მაყურებლის პოზიციიდან შეხედოს მის მიერვე მოკლული ზურაბ ჟვანიას საქმეს, უდანაშაულოდ ჩახოცილი აფრასიძეების საქმეს, ქუჩაში არაკაცურად მოკლული გურამ შარაძის საქმეს, ასევე ქუჩაში ასორმოცდაათამდე მოკლული ბიჭების საქმეებს, შვილმოკლული მამის, შვილის საფლავზე აფეთქების საქმეს, ე.წ. ნავთლუღის ოპერაციის საქმეს, სადაც სამი ჩვენი თანარაიონელი სრულიად უდანაშაულოდ ჩახოცეს… რომელი ერთი ჩამოვთვალო!”…
“დღეს სააკა ამერიკის ხელდასმით რაღაც-რაღაცებს ჩალიჩობს, მაგრამ ჯამში რუსულ საქმეს უფრო აკეთებს.” “თითქოსდა ქართველთა უბედურება არ ეყო დღეს ეს ღორი უკრაინის ტრამალებას ჩიჩქნის თავისი ბინძური დინგით“,-წერია მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები