„საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ნეპოტიზმის ფაქტები გააპროტესტეს
„საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნელბმა ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვა გააპროტესტეს და ასევე არხზე ნეპოტიზმის ფაქტებზე ისაუბრეს.
„ძალიან მაინტერესებს, ზოგადად, ბორდი რას ფიქრობს იმ მდგომარეობაზე, რომელიც წარმოდგენილია „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, რომ გენერალური დირექტორი, მისი მეუღლე, და, დისშვილი, თავისი შვილი, სიძეები, მეგობრები ღებულობენ ხელფასს ბიუჯეტიდან, ხალხის მიერ გადახდილი თანხებით ცხოვრობენ და ამაზე უხერხულობა არავის არ ექმნება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.