თერჯოლას მგლები შემოესია – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სოფელ ახალ თერჯოლაში მგელმა ხბო შეჭამა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელში მტაცებელი ცხოველები სისტემატურად ჩნდებიან. სოფლის მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან მტაცებელი ცხოველის ლიკვიდირების უფლების მიცემას ითხოვენ.
“რომ ვხედავდე, როგორ ჭამს ჩემს საქონელს მგელი, უფლება არ მაქვს მოვკლა, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრო იმაზე მეტი თანხით დამაჯარიმებს, ვიდრე საქონლის ღირებულებაა. მგელმა დღეს ხბო შეჭამა, ხვალ ცხვრებს შეგვიჭამს, შემდეგ კი ადამიანებს მიადგება”, – აცხადებს არკად გამეზარდაშვილი.
თერჯოლის ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მოსახლეობის მიმართვის შემთხვევაში, ისინი გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავენ, რათა მოსახლეობას მტაცებელი ცხოველის ლიკვიდირების უფლება მიეცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები