შსს-ს სპორტულმა კლუბმა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი წარმატება მოიპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ MIA FORCE-ის წევრი დავით ქაჯაია ევროპის ჩემპიონატზე ძარიანი ავტომობილებით (ETCC) რბოლაში კვლავ ლიდერობს.
ჩემპიონატის მეოთხე ეტაპზე, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში 5-6 სექტემბერს გაიმართა, დავით ქაჯაიამ თავის კლასში (TC2T) პირველი ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულ ავტომრბოლელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენი პირველად მონაწილეობს და განვლილი ოთხი ეტაპის მიხედვით, დავით ქაჯაია სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. ჩემპიონატი 6 ეტაპად იმართება და ტურნირს უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და იტალიის ავტოდრომები მასპინძლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები