თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც “კვირას” “თელასიდან” აცნობეს, სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მშვიდობის ქუჩის (დიდი ლილო), ვარკეთილის მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, მოსკოვის გამზირის და ქაიროს ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მე-III მასივის I და II კვარტლების მცხოვრებლებს კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს. მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მცხოვრებლებლებს. ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხვედაძის, დარიალის, ტიციან ტაბიძის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კმ, ესმა ონიანის, გიული ჭოხონელიძის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს. ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ფიროსმანის, კონსტიტუციის, ჩიტაძის, მარჯანშვილის, ტეტელაშვილის, უზნაძის და ჯანსუღ კახიძის ქუჩების მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და ქუთათელაძის ქუჩის მცხოვრებლებს. ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების III მიკრორაინის II და III კვარტლების, საექიმოს შესახვევის, ბოგდან ხმელნიცკის, იუნკერთა, დოდაშვილის, ჩკალოვის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარიაძის და სამღერეთის ქუჩების მცხოვრებლებს. გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.